“სასტუმრო “ხასანში” უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო”–სულხან ოქროპირიძე

“სასტუმრო “ხასანში” უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო”-ამ განცხადებას ჟუნრალისტებთან ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე აკეთებს.

ოქროპირიძის განცხადებით, მომხდარიდან გამომდინარე ქობულეთში ყველა მოქმედი სასტუმრო თავიდან შემოწმდება და დაიდება დასკვნა რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის სასტუმრო საჭირო სტანდარტებს და რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.

“საკრებულო იმსჯელებს შემთხვევის შედეგებზე, ხელახლა შემოწმდება სასტუმროები ქობულეთში. რაც შეეხება ამ სასტუმროს აქ ყველა საჭირო ნორმა იყო დაცული,”- აცხადებს ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე.

uiuifgშეგახსენებთ, რომ ხანძარი ქობულეთში, ჰასან ართმელაძის კუთვნილ სასტუმროში გამთენიისას გაჩნდა. სასტუმრო „არმაზში“ რუსთავიდან ჩასული ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. პოლიციელებმა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა და მაშველებმა ცეცხლმოდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე პერსონალი იყო. ხანძრის შედეგად, სამი არასრულწლოვანი ბიჭი გარდაიცვალა.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის განცხადება
შემდეგი სტატია„აჭარის ტელევიზია“ ქობულეთში მომხდარი ძლიერი ხანძრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს