სასტუმრო „რედისონთან“ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

სასტუმრო „რედისონთან“ მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, ცეცხსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ფაქტზე. დაკავებულია ერთი პირი საპატრულო პოლიციის მიერ. დაშავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადეს შსს-ში.

სასტუმრო „რედისონთან“, თაბუკაშვილის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. ერთ-ერთმა ტყვიამ კაზინო „რედისონის“ შუშა დააზიანა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: რუსთავი 2-ის დაცვა ნიშნავს, რომ თავისუფალ სიტყვას ვიცავთ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ზამთარში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკის მიწოდება არ იგეგმება