“სასამართლო ბიძინა ივანიშვილის, ვოლსკის და მეჭიაურის დღის წესრიგით მოქმედებს,”– ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ გააკეთა.
ბასილაიას თქმით სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.
“სასამართლო ბიძინა ივანიშვილის, ვოლსკის, მეჭიაურის და სხვების დღის წესრიგით მოქმედებს. სასამართლო არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში.
კანონებს და ადამიანურ ღირებულებებს რა ფასი გააჩნია, რა აზრი აქვს და ვინ უნდა დაიცვას ის ამ ქვეყანაში? “– ამბობს ბექა ბასილაია.