სასამართლომ ოთხი წლის ბავშვის მკვლელობისთვის მზია გელაძეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა

სასამართლომ ოთხი წლის ბავშვის მკვლელობისთვის მზია გელაძეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც “თაიმერს” პროკურატურიდან აცნობეს , ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გაიზიარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოთხი წლის ლიზი შენგელიას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მზია გელაძე დამნაშავედ სცნეს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლომ მზია გელაძეს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს, სამტრედიის რაიონის სოფელ ნინუაკუთხეში, მზია გელაძემ ნათესავის – ლელა ახალაძის ოთხი წლის შვილი – ლიზი შენგელია წაიყვანა თავისთან სახლში, რასაც მანამდე არაერთხელ ჰქონია ადგილი. დღის განმავლობაში ლიზი შენგელია თამაშობდა მზია გელაძის ეზოში, საღამოს კი ამ უკანასკნელმა დააძინა ბავშვი თავის საძინებელ ოთახში, რის შემდეგაც დაახლოებით 22 საათზე მძინარე ლიზი შენგელიას პირზე ხელის დადებით განზრახ მოუსპო სიცოცხლე.
ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. დანაშაული რამდენიმე დღის მანძილზე გაუხსნელი იყო. ჩატარებული ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა მზია გელაძემ ჩაიდინა. იგი სამართალდამცველებმა 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარედგინა.

banner
წინა სტატიაში„ამ საქმის მოგების შანსი საკმაოდ მაღალია“
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გახდა