სასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვა

სასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვა

სასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვამოსკოვის სასამართლომ ნემცოვის საქმეზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის დაკითხვაზე უარი განაცხადა.
კადიროვის დაკითხვას პოლიტიკოსის მკვლელობასთან დაკავშირებით გარდაცვლილის ქალიშვილი, ჟანა ნემცოვა ითხოვდა. მისი თქმით, საქმეში მთავარი დამნაშავე კადიროვია. როგორც ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა განაცხადა, “დანაშაულის ყველა გზა ჩეჩნეთში, გროზნოში, უშუალოდ რეგიონის ელიტასთან მიდის”.
“7 თვეზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ არ დადგენილა არც საქმის ოფიციალური ორგანიზატორი და არც დამკვეთი” – განაცხადა ადვოკატმა სასამართლოზე.
მან მოსამართლეებს 2002 წელს ნემცოვსა და კადიროვს შორის მომხდარი კონფლიქტი შეახსენა, ასევე ნემცოვის ჩანაწერები უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკოსი აწარმოებდა. “ეს საკმარისი არ არის ადამიანის მოწმის სახით დასაკითხად?” – იკითხა ადვოკატმა.

სასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვა
კადიროვის გამოძახებაზე უარი საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა. “მითითება იამზე, რომ ნემცოვის მკვლელობაში შესაძლებელია კადიროვი იყოს გარეული, მხოლოდდამხოლოდ ადვოკატის აზრია” – ასეთია კომიტეტის ოფიციალური პოზიცია. მათი განმარტებით, შუამდგომლობა ამ მოტივით არ იქნა მიღებული.

ბორის ნემცოვი მიმდინარე წლის 27 თებერვალს კრემლთან ახლოს იქნა ჩაცხრილული. 8 მარტს სასამართლომ ზაურ დადაევი დააპატიმრა, რომელიც გამოძიების აზრით მკვლელობის შემსრულებელია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: კომპანია “ჰუალინგი” საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს
შემდეგი სტატიააშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დაკითხვის მეთოდის ავტორებს სასამართლოში უჩივლეს