სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სრულად გაიზიარა ქალაქ თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 35 წლის ალექსანდრე გიორგაძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო ნოდარ ნასარიძე.
როგორც “თაიმერს” პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შპს “თბილქალაქპროექტის” ადმინისტრაციულ შენობაში, ნოდარ ნასარიძემ უკანონოდ შეძენილი “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ალექსანდრე გიორგაძეს ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იმავე დღეს დაკავდა ნოდარ ნასარიძე და ამოღებული იქნა ზემოთხსენებული უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი. მოგვიანებით მას წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 108-ე მუხლით”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ” შეთანხმებას მოეწერა ხელი
შემდეგი სტატიაეგვიპტემ გაზის გიგანტური საბადო აღმოაჩინა… რაც რეგიონში ცვლილებებს გამოიწვევს