სარფში დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა

????????????????????????????????????

სარფში დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 27077,57 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას საბაჟო გამშვები პუნქტის, “სარფის” ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქე ჯ.კ. შეეცადა.
კანონდარღვევის ფაქტი “სარფის” მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე მგზავრის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. სომხეთის მოქალაქეს ქვეყანაში არადეკლარირებული 522,75 გრ. ოქროსა და 969,41 გრ. ვერცხლის ნაკეთობები შემოჰქონდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 35.1%-ით შემცირდა
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარი გახდა