საპროკურორო საბჭოს რვა წევრს 17 პროკურორისგან აირჩევენ

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი 17 კანდიდატისგან აირჩევა. როგორც ჟურნალისტებს პროკურორთა კონფერენციის საკითხზე კომენტირებისას მთავარმა პროკურომა, გიორგი ბადაშვილმა განუცხადა, კანდიდატებს 12 საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.
“ჩემთან, როგორც კონფერენციის თავმჯდომარესთან წარმოდგენილია 12 საინიციატივო ჯგუფი და საპროკურორო საბჭოს 16 კანდიდატი, საიდანაც საბჭოს 8 წევრს ალბათ ხვალ ავირჩევთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი, როდესაც თითოეულ პროკურორს, თითოეულ გამომძიებელს ეძლევა შესაძლებლობა, თვითონ აირჩიოს მთავარი პროკურორი და გვერდიდან არ დააკვირდნენ მოვლენებს'”, – – აღნიშნა გიორგი ბადაშვილმა.
პროკურორთა კონფერენცია დღეს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მას 438 პროკურორი ესწრება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადეს
შემდეგი სტატია,,აღარავინ აღარ ახსენებს იმას, რომ ეს რეალურად მოხდა და რეალურმა ადამიანებმა ჩაიდინეს ეს არაადამიანობა”