საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი დააკავეს

დაკავებული არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული თურქლს თ, ბანგლადეშის მოქალაქეები – 1993 წელს დაბადებული მუსტაკ ა. და 1986 წელს დაბადებული მურად მ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თურქლს თ-ს მფლობელობაში არსებული, „დაფის“ მარკის, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას სალონში მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც ბანგლადეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სამალავის საშუალებით თურქლს თ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მუსტაკ ა-სა და მურად მ-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

გამოძიება თურქლ თ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მურად მ-ს და მუსტაკ ა-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„სამი საავადმყოფო კერძო სახელმწიფო პარტნიორობის მძლავრ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება“
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი მოადგილეებს დღეს წარადგენს