საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმსახურების მიღებას ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმსახურების მიღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეისათვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფება არსებობს.

„ერთნი ცდილობენ, კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ. მეორენი იგივეს რუსეთის ეკლესიას სთავაზობენ. ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო,“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გარდა ამისა განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს ეკლესიამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, მისი მოძღვრების აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩასვლისა და მსახურების აღვლენის შესახებ. ტექსტში ასევე წერია, რომ აფხაზეთში შესვლას ითხოვს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქიც, თუმცა ადგილობრივი „ხელისუფლების“ წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ეს ვერ ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო მობილიზება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
შემდეგი სტატია“სიტყვები უძლურია, როცა ასეთი ტრაგედიაა”