საპარლამენტო უმცირესობა საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, ბოლო ორი წლის გამავლობაში ქვეყანაში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით აუცილებელია, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც მომხდარ ამბებს შეისწავლის.
მინაშვილის თქმით, აღნიშნულ ინიციატივას სპარალამენტო უმრავლესობა ეწინაააღმდგება.
“პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი, მათ შორის იმ საგამოძიებო კომისიების შექმნა, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს იმ გახმაურებულ საქმეებზე და შეკვეთილ მკვლელობებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, სრული ქაოსია ქვეყანაში. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით გვჭირდება ძალიან დეტალური საპარლამენტო განხილვა. სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები ამ კომისიების შექმნის წინააღმდეგ გამოდიან”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნადირაძე – დავით ნარმანია და თბილისის მერია კორუფციაში ეფლობიან
შემდეგი სტატიაუკრაინაში ჩეჩენი გენერალი დაიღუპა