საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მინისტრებს პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას ურჩევს

„მე რომ ვიყო მთავრობის წევრი, დავესწრებოდი, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია,” – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე მინისტრების დასწრების საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში საკანონმდებლო ორგანოში განხილვის მთავარი თემა გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მთავრობას კანონი არ ავალდებულებს ყოველწლიურ ანგარიშზე დასწრებას, თუმცა მათი უმეტესობა აცხადებს, რომ მთავრობის წევრებმა პრეზიდენტს უნდა მოუსმინონ.

„ასეთი ვალდებულება კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ლოგიკით, პრეზიდენტის გამოსვლა მთელს საზოგადოებას ეხება,” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

თედო ჯაფარიძის განმარტებით კი, პრეზიდენტის სტატუსიდან და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთავრობა პარლამენტში უნდა მივიდეს.

„მე მათ ადგილზე დავესწრებოდი,” – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაში“შეუძლებელია 2 წელიწადში სრულად შეისწავლო ის, რაც მოსახლეობის 10%-ს შეეხო,” – ეკა ბესელია IDFI-ს კვლევაზე
შემდეგი სტატიაC ჰეპატიტიტის სამკურნალო პროექტზე 21 აპრილს მოაწერენ ხელს