საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადახედვა. თუმცა, კონკრეტული საკანონმდებლო წინადადება მა ეტაპზე მათ არ გააჩნიათ.
“ადამიანების ემოციური დატვირთვა და მეორეს მხრივ სათანადო უნარების არქონა ართულებს გადაწყვეტილების მიღებას,” – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სისტემის შეფასება ერთი საქმით შეუძლებელია.
“მისი შეფასება უნდა მოხდეს ზოგადად არსებული პრაქტიკით. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებები და რეალობა, რაც საქართველოში არსებობს,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.