“სან პეტროლიუმ ჯორჯიას” ორი თანამშრომელი საბუთების გაყალბებისთვის დააკავეს

ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენებისთვის კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ორი თანამშრომელი – ზაზა ირემაშვილი და ჯიმშერ აბულაძე დააკავეს.

გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე ფიქტიურად გაწერა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ასევე საბუღალტრო რევიზია ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მოსიძე: ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდია
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: ეს არის სრული აბსურდი