სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო სამზადისშია

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო სამზადისშია

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო სამზადისშიადღეს სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე სამხედრო აქტიურობებზე ილაპარაკა. სეულის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის 50-მა წყალქვეშა გემმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და ახლა მათი ადგილმდებარეობა უცნობია. ჩრდილოეთ კოირეის განკარგულებაში სულ 70 წყალქვეშა გემია – ამის შესახებ სააგენტო “რენხალი” ავრცელებს ინფორმაცია სამხედრო წრეებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად. სააგენტოს წყაროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ საარტილერიო შეიარაღებაც გააძლიერა საზღვარზე. თავის მხრივ, სამხრეთ კორეამ სასწრაფოდ დააბრუნა საზღვარზე საკუთარი გამანადგურებლები ფ-16, რომლებიც ალიასკაზე წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას.

დღეს მთელი დღის მანძილზე ორ კორეას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეონდა საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის გამო. კონსულტაციები 22 აგვისტოს დაიწყო, ფხენიანის ულტიმატურმის ამოწურვიდან ნახევარი საათის შემდეგ. ულტიმატუმის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებდა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ.
ორ კორეას შორის მდგომარეობა დინამიკების განადგურებით დაიძაბა, რომელიც სამხრეთ კორეას საკუთარ საზღვარზე ჰქონდა დამონტაჟებული.

banner
წინა სტატიაშიავიაშოუს ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები არ წყდება
შემდეგი სტატიარუსეთში ბოთლის ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდება