სამსახურში აღდგენილი თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროში გამოცხადდნენ

„კაბელების საქმეზე“ ბრალდებული პირები, რომლებიც თავდაცვვის მინისტრმა თანამდებობაზე აღადგინა, დღეს სამსახურში გამოცხადდნენ.

ისინი თავდაცვის სამინისტროში ძველ თანამდებობებს დაუბრუნდებიან.

არჩილ ალავიძე, რომელიც კვლავ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს, ამბობს, რომ მინისტრმა კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, თავდაცვის უწყებაში ოვაციებით შეხვდნენ, რადგან თანამშრომლები მათ უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან.

„აბსურდულად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ შეიძლებოდა რაიმე სხვა გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. პროცესი მიმდინარეობს. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ უდანაშაულო და ეს დამტკიცდება, ეს აბსურდი ჩაივლის მალე. ქალბატონმა თინამაც დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ეს არის კანონის უზენაესობა. მოვუწოდებ ყველას, რომ დაიცვან კანონი. ქალბატონმა თინამ კანონი აღასრულა“, – განაცხადა ალავიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებული 4 პირი თავდაცვის მინისტრმა სამსახურში აღადგინა.

banner
წინა სტატიაშიმე არ ვიცი რა წესი აქვთ იუსტიციის სამინისტროში – თინა ხიდაშელის პასუხი წულუკიანს
შემდეგი სტატია“ბიუჯეტს ჰქონდა შემაკავებელი, დადებითი როლი გაცვლით კურსთან მიმართებაში”