სამთავრობო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტი – “გადაიღე საქართველოში” დაემატება

gariba 1 gariba 2

სამთავრობო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტი – “გადაიღე საქართველოში” დაემატება, – ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს საკითხზე – იქცევა თუ არა საქართველო კინოგადაღების ცენტრად.
პროექტი საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას ისახავას მიზნად. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კინომწარმოებლებს, კინოპროექტების განსახორციელებლად, ხარჯების თანადაფინანსების 20%–იან სქემას და “ერთი ფანჯრის” პრინციპით მომსახურებას შესთავაზებს.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი დარგი, რადგან კინოინდუსტრია ხელს უწყობს მრავალი დარგის განვითარებას, როგორიც არის: ლოჯისტიკა, კვებითი მომსახურება, სასტუმროების ბიზნესი, ასევე მუშახელის დასაქმება და დიდი ეფექტი მოაქვს ეკონომიკაში. პროექტის მიზანი არის, რომ საქართველო ვაქციოთ კინოგადაღების ცენტრად და მოვიზიდოთ საერთაშორისო მწარმოებლები, რათა მოხდეს კინოპროექტების განხორციელება. შემუშავდება კონკრეტული სქემა, რომელიც წაახალისებს მათ. ეს იქნება ხარჯების უკან დაბრუნება 20 %–იანი მოცულობით და ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურება”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ასევე ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის განვითარებას.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტროს შენობა “ჰუალინგ ჯგუფმა” შეიძინა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში მომხდარი ტერაქტის ახალი დეტალი- ეჭვმიტანილი 35 წლის იასინ სალია