სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართა

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართა

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართაზუგდიდში სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია 2014 წლს ნარკოტიკული საშუალებების უკანონა–შენახვის ფაქტზე დაკავებული ორი პიროვნების, ხობის მკვიდრის დავით სიჭინავასა და ბესიკ გოგოლის ოჯახის წვრებმა გამართეს. მათი განცხადებით სიჭინავასა და გოგოლს ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამავებმა ჩაუდეს და მათ 8 წლის მანძილზე თავისუფლება უკანონოთ აქვთ აღკვეთილი.
აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ პროკურატურას და ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით ორივე პატიმარი, 18 თებერვლიდან შიმშილობს.
იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ იქნა შესრულებული აქციის მონაწილეები პროტესტის უკიდურეს ზომას შიმშილობას და პირის ამოკერვას გეგმავენ.
გამაფრთხილებელი აქცია რამდენიმე წუთში დასრულდა. საოლქო პროკურატურიდან კი მათ არავინ გამოხაურებიათ.

banner
წინა სტატიაშიგეგი ნიჟარაძე მის წინააღმდეგ გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობის დადგენას ითხოვს
შემდეგი სტატიაშსს ინტერპოლის ბაზაში მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემების გადამოწმებას შეძლებს