სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი თანამდებობას ტოვებს?

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი თანამდებობას ტოვებს

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი თანამდებობას ტოვებს–ამის შესახებ “თაიმერისთვის” ესკლუზიურად გახდა ცნობილი.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის უფროსმა აკაკი ხასაიამ. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე იგეგმება ძალოვანი უწყების ყველა პირველი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, მათ შორის გუბერნატორ ლევან შონიასი.

შეგახსენებთ, რომ საკადრო ცვლილებები ძალოვან უწყებაში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა , თუმცა, პოლიტიკურ წრეებში მას ვნებათაღელვა მოჰყვა, რადგად ზოგიერთ მათგანს 2012 წლის მიტინგების დარბევაში და ძალადობაში ადანაშაულებდნენ.
ჩვენ არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, ვინ ვის უმაგრებდა ზურგს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი მხილებული იყო 2012 წლის მიტინგის დარბევაში. ამას “პალიტრა tv”–ის მიერ გადაღებული ვიდეო ადასტურებს,რომელიც 2012 წელს გავიდა ეთერში

banner
წინა სტატიაშილავროვის სიტყვებს სიცილი და წამოძახილები მოჰყვა
შემდეგი სტატიაკანონი მარეგულირებელ კომისიაში დაიწერა და მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი კახა ბექაურია–ნიკა გვარამია