სამეგრელოში ყოფილი პოლიციელი დააყაჩაღეს

თავდასხმა ზურაბ შონიაზე გვიან ღამით მოხდა.

როგორც შონია აცხადებს, უცნობი პირები შეიარაღებულები იყვნენ და მისგან თანხას და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.

შონიას სახლიდან ყაჩაღებმა 200 ლარი და ორი ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს. მათ შორის არის სანადირო თოფი, რომელიც მოვერცხლილია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მას წალენჯიხის რაიონული პოლციია იძიებს.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე – ანალოგიურ სიტუაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომ ჩავარდნილიყო, მასაც ანალოგიური კითხვები გაუჩნდებოდა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტრო აუდიტის სამსახურის დასკვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს