სამეგრელოს სამ სკოლაში სტიქიის გამო სწავლა შეწყდა

11081098_666445520145053_2844918658713855719_nზუგდიდში ძლიერმა ქარმა სამი საჯარო სკოლა დააზიანა. ძლიერმა ქარმა ზუგდიდის პირველ, მესამე და სოფელ რუხის საჯარო სკოლებს სახურავი გადახადა, რის გამოც აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გონერ პაპავას ინფორმაციით, პირველ საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ატარებენ. მისივე ცნობით, მესამე და სოფელ რუხის სკოლების აღდგენას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.
“პირველი სკოლის სახურავის დაზიანებულ ნაწილს ის სამშენებლო კომპანია აღადგენს, რომელმაც გადახურვითი სამუშაოები შეასრულა. სამუშაო ჯგუფს, როგორც ამ სამშენებლო კომპანიიდან, ასევე განათლების სამინისტროდან უახლოეს საათებში ველოდებით, “-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გონელ პაპავამ.

ძლიერმა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონებიც დააზარალა.  წალენჯიხაში კი საცხოვრებელ სახელბთან ერთად წაქცეულმა ხეებმა ავტომობილებიც დააზიანა. სიტუაციას ადგილზე სწავლობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაც.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: საიდუმლო თემებზე საჯაროდ საუბარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ზუსტი სქემები უნდა დავსახოთ, თუ როგორ გაუადვილოთ უკრაინელ ხალხს ცხოვრება