სამების ტაძარში ბაბუშერადან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტია დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან მთავრობის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს უკვე მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.
ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ნეშტს დღესვე სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაში„რაც ფოტორეპორტიორებმა გააკეთეს, ბრძოლის ტოლფასია“
შემდეგი სტატია„მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა“