სამებაში გარდამოხსნის წესი სრულდება

დღეს წითელი პარასკევია. ამ წუთებში კი სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება.

გარდამოხსნის წესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
სამების ტაძრის შუაგულში დადგმულია შემაღლებული სადგამი, ე.წ. საფლავი, რომელზეც გარდამოხსნის დადება მოხდება.

სადგამის გარშემო ლანგრებზე შემოწყობილია გაღივებული თავთავები, წითელი კვერცხები და პასკა. გარდამოხსნის წესის შესასრულებლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდამოხსნას სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. ის პატრიარქს თავზე ექნება გადაფარებული.

გარდამოხსნას სასულიერო პირები ტაძარში სამჯერ შემოატარებენ, რის შემდეგადაც იგი სადგამზე დაიდება და ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, მსგავსად იმისა, რომ უფალი საფლავში არასრული სამი დღე იყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა
შემდეგი სტატიანინო გიორგობიანი: შალვა აბულაძე არ ჩაბარებულა