სამგორის რაიონში ავარიულ კორპუსებს წყალგაყვანილობის ქსელი მოუწესრიგეს

სამგორის რაიონში ავარიულ კორპუსებს წყალგაყვანილობის ქსელი მოუწესრიგეს

სამგორის რაიონში ავარიულ კორპუსებს წყალგაყვანილობის ქსელი მოუწესრიგესსაკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ლევან დარახველიძის ინიციატივითა და შუამდგომლობით მესამე მასივის მე-10 კვარტლის რამდენიმე კორპუსს წყალგაყვანილობის მილები შეეცვალა.
როგორც “თაიმერს” საკრებულოდან აცნობეს, დეპუტატის ბიუროსა და რაიონის გამგებელს, მამუკა ჩოქურს წყალგაყვანილობის მილების ქსელის შეცვლის წერილობითი თხოვნით მოსახლეობამ მიმართა. მათივე ინფორმაციით, ლევან დარახველიძის ძალისხმევით ამ ეტაპზე წყალგაყვანილობის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

ლევან დარახველიძე და სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური მესამე მასივის მე-10 კვარტლის რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლებს და ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდნენ და წყალგაყვანილობის ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
საკრებულოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 178 გ/მ 225 იანი და 90 გ/მ 110 მილია შეცვლილი, რაც წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. აღდგენით სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია GWP აწარმოებს და ოთხშაბათს საბოლოოდ მისი დასრულებაა დაგეგმილი. რაც შეეხება კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს, ის რამდენიმე დღეში, GWP-ის მიერ წარმოებული სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაზარელი მკვლელობა აბაშაში
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა