კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით,სამგორის სათავე ნაგებობაზე რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს.
ამ მიზნით, 1 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, სამგორის რაიონის ზოგიერთ დასახლებას წყალმომარაგება შემდეგი განრიგის მიხედვით შეუწყდება: 20:00-დან 10:00 საათამდე: დიდ ლილოს, ნასაგურს, წინუბანს, საქნავთისა და ლილოს დასახლებებს, სოფ. გამარჯვებისა და ვარკეთილის მეურნეობის ნაწილს, ვაზიანის სამხედრო ბაზას; ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 11:00-დან 20:00 საათამდე: ორხევის, სამხედრო და აეროდრომის დასახლებების ნაწილს, ზემოპლატოსდა ალექსეევკის დასახლებებსა და ზოგიერთ ქუჩას და ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 12:00-დან 20:00 საათამდე:ვაზისუბნის მიკრორაიონებს და ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-3 კვარტალს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.