სამართალდამცველებმა 32 შეკვრა ჰეროინი ამოიღეს

სამართალდანცველებმა 1983 წელს დაბადებული ბესიკ რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,496 გრ ჰეროინს შეიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„როცა ვამბობდი, რომ სამიტზე არ იქნებოდა ვიზალიბერალიზაცია, ლამის ანათემას გადამცეს“
შემდეგი სტატია„მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ნინა სუბლატს მხარი დაუჭირონ“