სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, აზერბაიჯანის მოქალაქე აფიკ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებულია 34,4141 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 17,2793 გრ ჰეროინს შეიცავს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო პრემიერი, ხიდაშელი – საგარეო საქმეთა მინისტრი?
შემდეგი სტატია„პანკისში პროცესები მიმდინარეობს და შესაბამის სამუშაოებს შსს-ც აწარმოებს“