სამართალდამცველებმა ,,ბიო” ამოიღეს

შს სამინისტროს თანამშრომლებმა ე.წ. “ბიო” ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და 1981 წელს დაბადებული ალექსანდრე ნ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, 4,9945გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო” ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირა მოხდა გაგრის რაიონის სოფელ ჩაგრიფშში+ფოტო
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის დასასრულს საქართველოს ელჩებს უმასპინძლა