სამართალდამცავებმა 66 აბი “ექსტაზი” ამოიღეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით “ექსტაზი” ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ირაკლი ჯ. ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 66 აბი და დაფხვნილი ნახევარი აბი “ექსტაზი” ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 4,9479 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და “ექსტაზის” მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განცხადებების მიღება დაიწყო
შემდეგი სტატია“თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენლები გაფიცული მძღოლების მოთხოვნებს ისმენენ