სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

შს სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომლის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამოღებულია 681,29 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 441,636 გრამ ჰეროინს შეიცავს.

დაკავებულის პირადი ჩანთის ჩხრეკის დროს ასევე ამოღებულია 85 ათასი ამერიკული დოლარი.

დაკავებული 42 წლის მამაკაცი წარსულში იარაღის უკანონო ტარება-შენახვის ბრალდებით არის ნასამართლევია და ის აზერბაიჯანის მოქალაქეა.

დაკავებულს ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაცია ედება.

banner
წინა სტატიაშიოქრუაშვილი ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობას მიესალმება
შემდეგი სტატიააშშ-ს მოქალაქეს ბავშთა პორნოგრაფიის გამო 199 წელი მიუსაჯეს