საკრებულო დღეს ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას უყრის კენჭს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურის დამტკიცებას უყრიან კენჭს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“დღეს საკრებულოს სხდომაზე გაიმართება მსჯელობა, რათა მიეცეს თანხმობა საკრებულოს მხრიდან ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის დანიშვნას. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, ვფიქრობთ, რომ ლაშა აბაშიძე არის პროფესიონალი, გამოცდილი კადრი და მას მხარს აუცილებლად დავუჭერთ”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს, ის ვაკის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 14 წლის ბავშვს ეძებენ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლაშა აბაშიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ