საკრებულოში მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტის დამტკიცებაზე მსჯელობენ

დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტის დამტკიცების თაობაზე მსჯელობენ.
როგორც საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტში კორექტირება რამდენიმე მიმართულებით მოხდა.
“კორექტირება მოხდა კემპინსკის შეთანხმებით, რომელიც განახორციელებს ამ პროექტს. მოცულობა შემცირდა 5000 კვ.მ-ით, მოიხსნა სართულიანობა, დაემატა გამწვანების დეტალები და ჩაჯდა ლანდშაფტში. ამაზე უკეთესი პროექტი მე ვერ ვნახე”, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნას, რომ პროექტის დამტკიცება დღეს არ განხორციელდეს და მოხდეს ამასთან დაკავშირებით განხილვები, ასევე ჩატარდეს ახალი კონკურსი, რადგან წარმოდგენილ პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ბაბუნაშვილმა განაცხადა, რომ ამის საფუძველს ვერ ხედავს.
“კონკურსი გამოცხადდა 4 თვის წინ, რომელშიც კემპინსკის პროექტმა გაიმარჯვა. შემდეგ ამ პროექტში მოხდა კორექტირება, რომლის განხილვაც სწორედ დღეს შედგება. ყველა პროცედურები დაცულია და ვერ ვხედავ მიზეზს მისი გადადების. იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს და დეპუტატები მიიღებენ გადაწყვეტილებას და კემპინსკის მიეცემა საშუალება, რომ 60 მილიონი აშშ დოლარი ჩადოს საქართველოს ეკონომიკაში”, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პარტიზანული მებაღეობა” საკრებულოსთან აქციას მართავს
შემდეგი სტატიათბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება