საკრებულოსთან “პანორამა თბილისის” პროექტის შეჩერებას ითხოვენ

გარემოსდამცველები “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამოდიან და აქციას საკრებულოსთან მართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილს და მისი შემუშავება საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე მოხდა.

აქციის მონაწილეები “პანორამა თბილისის” პროექტის შეჩერებას ითხოვენ.

აქციაზე პროექტის შეჩერების მოთხოვნით გროვდება ხელმოწერებიც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გეგმავენ, უახლოეს დღეებში ამ ხელმოწერებით და ასევე პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით შემუშავებული პეტიციით მიმართონ ეკონომიკის სამინისტროს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ქმედებები მეტროპოლიტენ-ოპერის სპექტაკლზე გააპროტესტეს
შემდეგი სტატიასამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს