საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ათამდე პირი დააკავეს

ara-panoramas2თბილისის საკრებულოსთან აქციის “არა პანორამა თბილისს” მონაწილეები დააკავეს. როგორც საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, თავდაპირველად დააკავეს გიგა მაქარაშვილი, რომელმაც პროტესტი უცენზურო წარწერით გამოხატა, შემდეგ კი სხვა მონაწილეებმაც იგივე წარწერა გაიკეთეს. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 10 ადამიანი, მათ შორის “პარტიზანი მებაღეების” დამფუძნებელი ნატა ფერაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.
“სავარაუდოდ, დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, თუმცა ასეთი კვალიფიკაცია არასწორია. მათი ქმედება დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, რომელიც, მათ შორის, იცავს უცენზურო გამონათქვამებსაც, რომელიც, შეიძლება, საზოგადოების გემოვნებაში არ ჯდებოდეს. ამიტომ არავითარი სამართალდარღვევა აქ არის და ამის გამო თუნდაც დაჯარიმება სიტყვის თავისუფლებაში ჩარევაა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავებას ადასტურებენ.
თბილისის საკრებულოსთან აქცია “პარტიზანი მებაღეების” მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები “პანორამა თბილისის” მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ათამდე  პირი დააკავეს

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა
შემდეგი სტატიაკონფლიქტი ქუჩაში… სააკაშვილსა და უკრაინელ პარლამენტარს შორის (VIDEO)