საკრებულომ უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოითხოვა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის განმარტებით, საკრებულომ უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოითხოვა.
როგორც “თაიმერს”  თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულომ მატჩზე დასასწრები ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოითხოვა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ბილეთების შეძენას მაჟორიტარი დეპუტატები მათივე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საკუთარი სახსრებით აპირებდნენ.
,,საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების ელექტრონულ გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საკრებულომ ფეხბურთის ფედერაციას წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი მათგან დღემდე არ მიგვიღია. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, მათთვის ბილეთების გარკვეული რაოდენობა მსგავს მატჩებზე მთავრობისა და სახელმწიფო უწყებებისთვის განსაზღვრული ე.წ. “კორპორატიული ბილეთებიდან ” გამოიყოფა””, – განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ინტერესები აბაშიძე-კარასინის ანაბარა აღმოჩნდა,”- ლევან ბეჟაშვილი
შემდეგი სტატიასახელმწიფო უწყებებმა სუპერთასის 2 ათას 600 ბილეთი მოითხოვეს