საკერებულოს ოპოზიციამ კეთილმოწყობის სამსახური თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშულა

საკრებულოს ოპოზიციამ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც საუბარია იმის შესახებ, რომ კეთილმოწყობის სამსახური ხშირ შემთხვევაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ხელშეკრულებას უფორმებს კომპანიებს, რომელის მიმართაც გარკვეული ინტერესები არსებობს.

„მე წარმოგიდგეთ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ კომპანია „ენკოსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას საგზაო სამუშაოებზე. ეს ეხება საფეხმავლო ბილიკის მოწყობას ერთერთ მისამართზე 3 ათას 400 კვ.მ. ჩვენთვის ყოვლად გაუგებარია რატომ მოითხოვა რაიონულმა გამგეობამ ტექნიკურ დავალებაში საფეხმავლო ნაწილზე 5 სანტიმეტრიანი ფენის დაგება, როდესაც ყველამ ვიცით, რომ საფეხმავლო ნაწილში იგება 3 სანტიმეტრიანი ფენა. თანხა არის მითითებული 19 ლარი, როცა ნორმალური გათვლების შეთხვევაში ეს თანხა იქნებოდა 10-12 ლარი. კვადრატულობაზე თუ გადავიყვანთ 10 ათასობით ლარი გამოვა,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა – თბილისის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა.

მისივე თქმით, საგზაო სამუშაოებზე ხელშეკრულება გააფორმა კეთილმოწყობის სამსახურმა.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთადილ სუდაძემ თანამდებობდა დატოვა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ უმრავლესობის წარმომადგენლები.

„არ მაქვს ინფომრაცია ამ წუთში. თუ რაიმე დარღვევა ვინმეს მხრიდან იქნება, ყველა იქნება სათანადოდ პასუხგაცებული, ყველა დარღევა, თუ რაიმე ესეთი არსებობს. მე ამ წუთში ვერ დაგიდასტურებთ,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქართული ოცნების – მრეწველების წევრმა გიორგი ტყემელაძემ.

banner
წინა სტატიაში“მე მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცეებს არ მივცე საშუალება ევროპაში საქართველოს შეუქმნან ცუდი რეპუტაცია”
შემდეგი სტატიაUEFA თბილისში დამკვირვებლებს აგზავნის