საკანალიზაციო ჭაში მყოფ მამაკაცს მანქანამ გადაუარა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ქალაქ რუსთავში, გვიან ღამით, ლომაურის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა, მათგან ერთ-ერთი ფანრით ჭაში შუქს უნათებდა, მეორე კი ჭაში ნახევრად იყო ჩასული, რა დროსაც მსუბუქმა ავტომანქანამ ჭას ზემოდან გადაუარა.

შემთხვევის შედეგად ჭაში მყოფი 27 წლის მამაკაცი დავით მელიქიძე ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა მამაკაცი კი, მოტეხილობებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარიის შემდეგ, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: ოპოზიცია ახირებული ბავშვის პოზიციიდან გამოვიდეს და რიგგარეშე სხდომა მოითხოვოს არ არის სწორი
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: შეეშვან ძველი ამორტიზირებული შენობისთვის თბილისში თანხების ხარჯვას