საკადრო ცვლილებებს თავდაცვის უწყება ადასტურებს

საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში. არსებული ინფორმაციით, მე-3 და მე-4 ბრიგადების მეთაურები და განათლების სარდალი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ისინი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

თავდაცვის უწყება საკადრო ცვლილებებს ადასტურებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე თებერვალში გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, მათი თქმით, ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა.

ასევე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.

მე-4 მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის გათავისუფლების საკითხს თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. მეთაურის კადრების განკარგულებაში გადაყვანის ფაქტს არ ადასტურებს თავად ზაზა ლელაძე. მეთაურის თქმით, მას მსგავსი ბრძანება არ მიუღია.

“რუსთავი 2″–ის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა აპირებს კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის გათავისუფლებას.

banner
წინა სტატიაშიავეტისიანების მკვლელობის საქმის ახალი დეტალები
შემდეგი სტატია“უმრავლესობა იმისთვისაა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური მოტივების მიუხედავად, იყოს შემძლე, გახსნას სხდომა”