საკადრო ცვლილებები გრძელდება – რას ამბობენ თბილისის მერიაში?

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ მერიის პრესსპიკერმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

გვანცა პაპავაძის განცხადებით, მერიის ადმინისტრაციის უფროსმა რეზო ჩახავამ და მისმა მოადგილემ მარიამ შელეგიამ დაკავებული თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

“ჩვენ არ ვიცით, სად გადადიან სამუშაოდ. მათ მიმართეს თბილისის მერს განცხადებით სამსახურიდან წასვლის შესახებ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის მერიის სტრუქტურებში ისინი მუშაობას არ იწყებენ,” – განაცხადა მერიის პრესსპიკერმა გვანცა პაპავაძემ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: გადასახადების გაზრდა არ იგეგმება
შემდეგი სტატიასეულში აშშ-ს ელჩი ,,ბრიტვით,, დაჭრეს