საიას თავმჯდომარე: მე მის ადგილას თავიდან ავიცილებდი საქმის განხილვას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის მიმართ, კერძოდ მოსამართლის მიუკერძოებლობის მიმართ, ბევრი საფუძვლიანი კითხვა არსებობს.

“ცნობილია, მან არც თვითაცილება გააკეთა და არც მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მე მის ადგილას თავიდან ავიცილებდი საქმის განხილვას. ყველა ეჭვის და კითხვის გასაფანტად ერთადერთი და ძალიან მძლავრი იარაღი აქვს – დასაბუთებული ძლიერად და მწყობრ არგუმენტებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღება. თუ ის შეძლებს, რომ მისი გადაწყვეტილება იყოს შესაბამისობაში კანონთან და იყოს ძალიან კარგად და მყარად არგუმენტირებული, ის შეძლებს, გაფანტოს ეჭვები. დღეს კითხვები არის, მაგრამ დაე, დავუტოვოთ მოსამართლეს შესაძლებლობა, მან სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს,” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ “როცა ადამიანის ძალიან ახლო ოჯახის წევრის მიმართ მიმდინარე დავა არსებობს, კიდევაც რომ არ ახდენდეს კონკრეტულ ადამიანზე გავლენას, გარედან მაყურებლის თვალში მის მდგომარეობას ეჭვქვეშ აყენებს”.

“რუსთავი2-ის საქმე არა მარტო მედიის კონტექსტში არაა გაუგებარი და ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი, თუ როგორ ფუნქციონირებს სასამართლო და პროკურატურა. აქ ძალიან დიდი და ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. ამ საქმეში ეს ინსტიტუტები და მათი მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი თარგამაძის შეფასებით რუსთავი 2 ე.წ მოდარაჯე ძაღლის პოზიციაშია+ვიდეო
შემდეგი სტატიათურქეთში ანკარის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს (+ფოტო)