საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქციის მონაწილეები იკრიბებიან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქციის მონაწილეები იკრიბებიან. კოალიცია ერთსულოვნების მხარდამჭერების აქცია 15 საათზე დაიწყება მთავარი მოთხოვნით – აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციას გააპროტესტებენ და ხელმოწერებს შეაგროვებენ მათი ლიდერების დასჯის მოთხოვნით.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დამონტაჟებულია აპარატურა, აქციაზე შეკრებილებს ერთსულოვნების ლიდერები მიმართავენ. მათი განცხადებით, მსვლელობა, ან სხვა მსგავსი აქტივობა დაგეგმილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიპუტინის თვითმფრინავი (სალონის ფოტოები)
შემდეგი სტატიაგერმანია, უკრაინა და კანადა ცხინვალსა და მოსკოვს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას გმობენ