საზოგადოებრივი მოძრობა ივერია აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის ემზადება. მოძრაობის ლიდერებმა წევრების მიღება დაიწყეს.
საზოგადოებრივმა გაერთიანებამ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძეა, მუშაობა რეგიონული ორგანიზაციების შესაქმნელადაც დაიწყო.
ივერია ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.