საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს გიორგი გვიმრაძე უხელმძღვანელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელშიც დაუდასტურეს.
მათი ინფორმარმაციით, ახალი ხელმძღვანელი “მოამბის” გუნდს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა დღეს დილით წარუდგინა.
გიორგი გვიმრაძე წელიწადნახევრის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს და მაუწყებლის ახალი სტრატეგიისა და გაერთიანებული ნიუსრუმის პროექტის თანაავტორია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გასული წლის სექტემბრამდე სოფო მოსიძე იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსასამახურის უფროსი გახდა. თვეების განმავლობაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას ლაშა მიქაძე ასრულებდა.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” გენერალური დირექტორი კვლავ პროკურატურაშია დაბარებული
შემდეგი სტატიასაერთაშორისო გაერთიანება რუსეთისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს