საზოგადოება ივერია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავ

საზოგადოება ივერია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავ

საზოგადოება ივერია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავსაზოგადოება ივერია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ დამფუძნებლებმა მარჯანიშვილის თეატრში, საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ივერია იქნება ღია საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში გასატარებელ ღონისძიებებზე იმუშავებს.

“ჩვენ ვთვლიდით, რომ ჩვენი საქმეა საქართველოს მოქალაქეებს შევატყობინოთ დამოუკიდებელი, ობიექტური აზრი იმ მოვლენებზე, რომლებიც საქართველოს ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისე მოტრიალდა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, რომ ერთდროულად აღმოვჩნდით სავალუტო, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დამოუკიდებელი გაზეთის ფორმიდან, უკვე გადავიდეთ მოძრაობაში”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ უკვე იქმნება რეგიონული ორგანიზაციები და ივერია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე არსამთავრობო სექტორის გაუქმების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი ფართობის დაკანონების მოთხოვნით დევნილები აქციას მართავენ