საზაფხულო ბაგა-ბაღებში 9500-მდე ბავშვია დარეგისტრირებული

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ საზაფხულო ბაგა-ბაღები მოინახულა.

თბილისში 1 ივლისს 25 მუნიციპალური საზაფხულო ბაგა-ბაღი გაიხსნა. საზაფხულო ბაღები იმ ბავშვებისთვის ფუნქციონირებს, რომელთა მშობლები ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხულო ბაგა-ბაღები ადგილ-მდებარეობის, შენობისა და კეთილმოწყობილი ეზოს გათვალისწინებით შეირჩა და ისინი თბილისის ყველა რაიონში ფუნქციონირებს.

“საზაფხულო ბაღებში ბავშვებს განსხვავებული დღის რეჟიმი და მენიუ აქვთ, მათი კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებითაა დატვირთული. ჩვენ ყველა მსურველის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ამ ეტაპზე 9500-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული”, – განაცხადა თემურ თორდინავამ.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატია“მე თქვენ წვლილს მაღალ შეფასებას ვაძლევ და ყოველივე კარგს გისურვებთ, ძვირფასო მეომრებო”