საზარელი მკვლელობა აბაშაში

საზარელი მკვლელობა აბაშაში

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდააბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში საზარელი მკვლელობა მოხდა.

63 წლის მწყემსი ტოტია მესხია, რომელსაც აბაშის რაიონში მდებარე საძოვრებზე საქონელი ჰყავდა, ორი დღის წინ  კარავში დამწვარი იპოვეს–ამის შესახებ “თაიმერისთვის” ესკლუზიურად გახდა ცნობილი. პოლიციისთვის ეს გარემოება საეჭვო აღმოჩდა, რამაც განაპირობა გამოძიების დაწყება.

პოლიციამ ცხელ კვალზე ბოროტმოქმედს მიაკვლია. როგორც აღმოჩდა ვინმე ნერსესიანმა, რომელიც აბაშელ მეჯოგესთან მუშაობდა ჯერ გაქურდა,მოკლა და შემდეგ კარავში დაწვა.

თავდაპირველად მომხდარი უბედურ შემთხვევად ჩათვალეს, თუმცა მოგვიანებით, ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ მოხუცი თავდამსხმელმა ჯერ მოკლა, ხოლო კვალის დაფარვის მიზნით, მისი კარავი გადაწვა. გატაცებული საქონელი მძარცველმა დაკლა და რეალიზაციისთვის ხორცი სხვას გადასცა.გავრცელებული ინფორმაციით  ნერსესიანი დანაშაულს აღიარებს.

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი გერმანიას თხოვნით მიმართავს ვალების გამო დაცინვას შეეშვას
შემდეგი სტატიასამგორის რაიონში ავარიულ კორპუსებს წყალგაყვანილობის ქსელი მოუწესრიგეს