სავჩენკო შესაძლებელია უახლოეს დღეებში მოკვდეს

სავჩენკო შესაძლებელია უახლოეს დღეებში მოკვდეს

სავჩენკო შესაძლებელია უახლოეს დღეებში მოკვდესრუსეთის პრეზიდენთან არსებულმა ადამიანის უფლებების საბჭოს წევრმა ელენა მასიუკმა ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელების გაუარესების გამო მოუწოდა მისი სახლის პირობებში პატიმრობაზე გადაყვანისკენ. მასიუკმა ადამიანის უფლებების საბჭოს სთხოვა მხარი დაუჭირონ მის მოწოდებას და დაიცვან სავჩენკოს სიცოცხლე, რომელიც უკვე 70 დღეა შიმშილობს.
„სანამ თქვენ, ძვირფასო კოლეგებო გადაწყვეტთ ოპონირება გამიწიოთ მე იმის გამო, რომ თვლით, რომ სავჩენკო დამნაშავე და ბოროტმოქმედია და მტკიცემას დამიწყებთ, რომ სასამართლო ყველაფერს გადაწყვეტს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ: ნადეჟდა სავჩენკო შესაძლბელია მოკვდეს უახლოეს დღეებში“ – მიმართა ელენე მასიუკმა თავის კოლეგებს.
მისი თქმით, სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარებოდბა უკიდურესად მძიმეა. ის ბოლო 15 დღე გლუკოზის ინექციის გაკეთებაზე უარს ამბობს, რამაც შინაგანი ორგანოების სერიოზული პრობლემები გამოიწვია.
„ჩვენ არ შეგვიძლია სავჩენკოს გათავისუფლება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მათ, ვისაც მის მიმართ ზომების შეცვლა შეუძლიათ, მაგალითად, შიდა პატიმრობით რუსეთში უკრაინის საელჩოში, ან ადვოკატების მიერ მოსკოვში ნაქირავებ ბინაში. ის მის სიცოცხლეს იხსნის“ – ამბობს მასლიუკი.
სამშაბათს მოსკოვის სახელმწიფო სასამართლომ სავჩენკოს პატიმრობის ვადა კიდევ გააგრძელა და უარი თქვა მის მიმართ ზომების შეცვლაზე.
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის დუმას წევრია და მფრინავი-ლეიტენანტი. ის ორი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
თვითონ ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაბერძნეთი: მთავრობის წინააღმდეგ პირველი პროტესტები