“სავალუტო ფონდის” წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის” მისია საქართველოშია. ლარის კურსი და ეკონომიკის გადარჩენის გზები მთავარი პრობლემები ის საკითხებია, რომლებზეც უცხოელი სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე იმსჯელებენ.

ვიზიტის დაწყების პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია ფონდიდან ახალი კრედიტის აღების შესაძლებლობაზე.

პირველი შეხვედრა, რომელსაც სავალუტო ფონდის წარმომადგენლები თბილისში მართავენ, დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ფონდის ექსპერტები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძესთან მართავენ მოლაპარაკებას.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს
შემდეგი სტატიაოფიციალური თბილისის განმარტება – დეფაქტო ხელისუფლების ვიზიტი იტალიაში