სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან

თბილისში შეხვედრებს მართავს სავალუტო ფონდის მისიაც. ამ წუთებში დელეგაციის წევრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსია.

„მორიგი მისიაა ჩამოსული და ერთი კვირა იმუშავებს თბილისში და ყველა საკითხებს მიმოვიხილავთ, რაც ეხება ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვაზე იქნება ამ თემებზე დეტალურად საუბარი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები ჯერჯერობით დეტალურად არ საუბრობენ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ხმელთაშუაზღვაში სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს
შემდეგი სტატია“საემიროებიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება,”- ირაკლი ღარიბაშვილი