სავალუტო ფონდის ექს-ხელმძღვანელი სუტინორობაზე გასამართლდება

სავალუტო ფონდის ექს-ხელმძღვანელი სუტინორობაზე გასამართლდება

საფრანგეთის საერთაშორისო სავალურო ფონდის ექს-ხელმძღვანელი დომინიკ სტროსს-კანი სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას სუტინორობა ედება ბრალად.
მასთან ერთად „კარლტონის“ სასტუმროს საქმეზე“ კიდევ 13 ადამიანს წარედგინა ბრალი, რომელთაც დანაშაულებრივი დაჯგუფების მფარველობა ედებათ ბრალად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს 10 წლით თავისუფლების აღკევეთა ემუქრება.
გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ სტროს-კანი საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთი შემქმნელი იყო, რომელიც კლიენტებს არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ბრიტანეთსა და აშშ-ში ემსახურებოდა.
პოლიტიკოსი, რომელიც ერთხელ უკვე გახდა სკანდლურად ცნობილი სასტუმრო „სოფიტელის“ მოსამსახურე ქალის გაუპატიურებაზე, ახალ ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიობამა-პუტინი ცუდი სტრატეგია
შემდეგი სტატიაეგვიპტეში ჟურნალისტი გაანთავისუფლეს